რეფლექსური მოდერნიზაცია

რეფლექსური მოდერნიზაცია
თანამედროვე საზოგადოების ძირითადი ინსტიტუციონალური მახასიათებლების განვითარების აჩქარებასა და რადიკალიზაციას წარმოადგენს. ეს მახასიათებლებია: კაპიტალიზმი, ინდუსტრიალიზმი, სახელმწიფო ადმინისტრაცია, სამხედრო ძალა.რეფლექსური მოდერნიზაცია ყოველთვის გვემუქრება იმით რომ ერთ მშვენიერ დღეს ის კონტროლს აღარ დაექვემდებარება. რეფლექსურობის პრინციპი და მუდმივი მონიტორინგი, რომელსაც ის გულისხმობს ქმნის გაურკვეველი მომავლის შეგრძნებას. ბეკისთვის, რეფლექსური მოდერნიზაცია მოდერნიზაციული პროცესის მეორე ტალღას წარმოადგენს, რომლის დროსაც ინდუსტრიალიზმი დემისტიფიკაციის პროცესს განიცდის, ისევე როგორც თავის დროზე ინდუსტრიალიზაციამ პრე-თანამედროვე მსოფლიოს დემისტიფიკაცია მოახდინა. პრეთანამედროვე მსოფლიოს დემისტიფიკაცია კი განაპირობეს ინდუსტრიული განვითარების შედეგებმა ან კიდევ გაუთვლელმა უკუჩვენებამ, როგორიც არის მაგალითად დაბინძურება: ჩვენ აღარ ვცხოვრობთ ინდუსტრიული წარმოების საზოგადოებაში, არამედ ინდუსტრიული წარმოების შედეგებს წინაშე ვდგევართ, რაც წარმოადგენს ამ საზოგადოების ნეგატიურ სარკისებურ იმიჯს. ბეკი პოსტმოდერნისტული საზოგადოების ანალიზს ეთანხმება იმდენად რამდენადაც, ეს ანალიზი აღიარებს, რომ ინდუსტრიული საზოგადოება დაკნინებულია. მაგრამ ინდუსტრიალიზმი მარტივად არ ჩაუნაცვლებია მიკროელექტრონიკისა და გაფართოებული სერვისის სექტორის ტექნოლოგიებს; ინდუსტრიული საზოგადოების ეტაპი დამთავრდა ყოველგვარი დაგეგმარებისა და რევოლუციის გარეშე.
Source: ასათიანი მარიკა. კულტურის სოციოლოგია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მარიკა ასათიანი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем написать реферат

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»